Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია…” – რას ამბობს გრიგოლ გეგელია

August 18, 2026
“პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია…” – რას ამბობს გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და ხალხი ჩააგდო“.

გეგელიას თქმით, ქართველები სამშობლოდან მასობრივად გაედინებიან, მათ არალეგალურად დასაქმება უწევთ, ძალიან მაღალია კრიმინალის დონე, რაც „ქვეყნის შიგნით არსებულ კორუფციას, უპერსპექტივობასა და საყოველთაო უბედურებას გამოხატავს“.

„პოლონეთი, რა თქმა უნდა, ჩვენი ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ის რომ მას ამ ტიპის ზომების მიღება უწევს, პირდაპირ გამოძახილია იმ ძალიან დიდი და ავისმომასწავებელი ფონისა, რაც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მტრული, ანტიქართული პოლიტიკის პირობებში მივიღეთ“, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პოლონეთმა საქართველოდან, ასევე კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

მედიის ინფორმაციით, რეგულაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, შაბათს შევიდა ძალაში და კონკრეტულად პოლონეთში დასაქმების მიზნით შესულ პირებზე ვრცელდება.

პოლონეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის რეჟიმს სისტემატურად იყენებენ კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე დასაქმებისთვის. ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზებს შორისაა უკანონო დასაქმება და ქვეყანაში დარჩენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, დასაქმებულთა ექსპლუატაცია და ადამიანებით ვაჭრობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს სამი ქვეყანა მიგრაციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, რა შინაარსის წერილი მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ციხეში მამუკა მდინარაძისგან
  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • “მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, უსამართლობა – სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა”- ირაკლი ღარიბაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge