Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

August 18, 2026
თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა – როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი

თბილისში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა. შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დადგენილების თანახმად, კომისიას თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო მეორე მოადგილედ ინფრასტრუქტურის მინისტრი განისაზღვრა.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც დოკუმენტითაა განსაზღვრული, კომისიის შემადგენლობაში ასევე იქნებიან:

მინისტრები: საგარეო საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; კულტურის; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ადგილობრივი და სხვა უწყებების ხელმძღვანელები: ქალაქ თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. აღსანიშნავია, რომ მგფ-ის წარმომადგენელი იქნება კომისიის მდივანი.

რა იქნება კომისიის ძირითადი ამოცანები?

დებულების მიხედვით, უწყებათაშორის კომისიას ფართო უფლებამოსილებები ენიჭება. მის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

სამთავრობო ქალაქის მშენებლობისას პრიორიტეტებისა და სამუშაოების რიგითობის განსაზღვრა;
საპროექტო გადაწყვეტებისა და დიზაინის შეთანხმება;
პროექტების განხორციელებისას წარმოშობილი პრობლემური საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების ტენდერით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების გაცემა.
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

ახლადშექვნილ კომისიას უფლებამოსილება მას შემდეგ შეუმცირდება და გაუქმება, რაც „სამთავრობო ქალაქის“ ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სრულად განხორციელდება.

დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

ცნობისთვის, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობისთვის 4.463 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოაცხადა, არ შედგა.

საუბარია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე, „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვაზე.

რაც შეეხება ტენდერის შეწყვეტის მიზეზებს, როგორც შესყიდვის დოკუმენტებში იყო აღნიშნული, კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შესაბამისი კონკურსის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „სამთავრობო ქალაქი“ ორთაჭალაში აშენდებოდა.

მაშინდელი განცხადებით, პროექტი ითვალისწინებდა ყველა სამინისტროს ერთ სივრცეში თავმოყრას, რაც უზრუნველყოფდა როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასვლას.

თუმცა, მოგვიანებით, 2019 წელს ნათია თურნავამ, რომელიც იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება აღარ განიხილებოდა, რადგან მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნდა. უკვე გასული წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ “სამთავრობო ქალაქის” მშენებლობას ორთაჭალის ნაცვლად ჩუღურეთში იგეგმებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უბედური შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ცნობილია, რა შინაარსის წერილი მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ციხეში მამუკა მდინარაძისგან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge