Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა” – რას წერს გია ჯაფარიძე

August 18, 2026
“აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა” – რას წერს გია ჯაფარიძე

“აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა” – ამის შესახებ გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. დიპლომატი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა.

გია ჯაფარიძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს და წერს, რომ “არაფერია მუდმივი” და დადგება მომენტი, როცა “სიცრუე და პროპაგანდა აღარ იმუშავებს”.

აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა.

ისევ ამორალური ტყუილები ილაპარაკა კობახიძემ. გეორგიევსკის ხელშეკრულება არ დადებულა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულება გაფორმდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის.

იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო რუსეთმა დაიპყრო გვიან. დაიპყრო მას შემდეგ, რაც სწორედ გეორგიევსკის ხელშეკრულების გამოყენებით დაასრულა ქართლ-კახეთის დამონება.

არავითარი “ერის გადარჩენის პრობლემა” და “ქრისტიანობის გადარჩენის” პრობლემა არ იდგა მაშინ. მით უმეტეს არ იდგა არც ერის, არც რწმენის, არც ენის გადარჩენის პრობლემა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებში. ეს არის ისტორიის რუსული რევიზია, ესაა ისტორიის გაყალბება რუსულად.

საქმე პირიქითაა, ამ შეთანხმების მერე დაიწყო რუსეთმა ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა. გეორგიევსკის შეთანხმება იყო სატყუარა. რუსეთმა ის დაარღვია გაფორმებისთანავე. ისევე როგორც დაარღვია და არღვევს ყველა სხვა შეთანხმებას, რაც გაუფორმებია უფრო გვიან.

გეორგიევსკის შეთანხმებით ამართლებენ თავიანთ რუსულ პოლიტიკას, ამართლებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას, ამართლებენ ღალატს, ამართლებენ რუსთველის და ილია ჭავჭავაძის არჩევანის შებილწვას.

ამ თემაზე საუბრით მოქალაქეების ყურადღება გადააქვთ მტკივნეული საკითხებიდან ისტორიაზე მსჯელობაზე. რომ არ ვიფიქროთ აფხაზეთში ოკუპანტებისთვის მიწოდებულ საწვავზე, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ფასებზე, ქოლ-ცენტრების საერთაშორისო დანაშაულზე, ბავშვების მკვლელობებზე, ულიმიტო კორუფციაზე, გაზრდილ კრიმინალზე, ელექტროენერგიის მოწოდების წყვეტებზე, განათლების სისტემის განადგურებაზე, სიღარიბეზე, პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ პატიმრებზე, გაყალბებულ არჩევნებზე, საერთაშორისო იზოლაციაზე, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, ბი ბი სი-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, საქართველოდან მასობრივ ემიგრაციაზე, დემოგრაფიულ განადგურებაზე, მომავალწართმეულ ახალგაზრდობაზე, ერთი ოჯახის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოზე და ა.შ.

“ქართული ოცნება” არაფერია მუდმივი. შეიძლება ათასჯერ მოატყუოთ, მაგრამ დადგება მომენტი, როცა სიცრუე და პროპაგანდა აღარ იმუშავებს,” – წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას “ერთადერთ სწორ და უალტერნატივო გადაწყვეტილებად” აფასებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ნაბიჯმა ქართველი ერის გადარჩენასა და საბოლოო გამარჯვებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულ საკითხზე საუბარს 11 წუთი მიუძღვნა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერია საკუთარი ინტერესებით მოქმედებდა, საქართველომ ტრაქტატის გაფორმებით „პრინციპული სარგებელი“ მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთმა საქართველოდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა
  • „არ გვინდოდა თითქოს დაშორება, თითქოს ვგრძნობდით…“ – გმირი გიორგი ანწუხელიძის ამბავი
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge