“ნდობის აღდგენა” სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას. მეტიც, კობახიძის შესრულებით, ის ივანიშვილისეული “ბოდიშის მოხდაა”
ისეთი წინადადება უნდა გაუკეთო აფხაზებს და ოსებს, რომელზეც უარს ვერ იტყვიან და კი, ასეთად წამომიდგენია “ჩემთან ერთად ევროკავშირში შემოდი და თავისუფლი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება გვექნება ერთად საერთო სახელმწიფოში სახელად საქართველო”.
ესაა “წინადადება” ზემოთქმული ფორმულიდან. და “უარს ვერ იტყვიან” ნაწილი მრავალკომპონენტიანი საკითხია და მასში რას შევიტანთ ჩვენი გადასაწყვეტიცაა და ჩვენს მოხერხებაზე და მუშაობაზეა.
კობახიძის დღევანდელ ტექსტს რაც შეეხება: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უმძიმესი ღალატების სერიის მომსწრე გავხდებით რუსეთთან ღიად დაახლოვების და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების სახით. უნდა მოვემზადოთ ერთიანი მძალვრი პასუხისთვის და, ტყუილს არ ვიტყვი, ასევე რეპრესიების ახალი მძიმე ტალღისთვის” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
