„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, ზემო ვაკის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან 19 აგვისტოს 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გოგებაშვილის ქუჩა თავის შესახვევებით, გალის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, რჩეულიშვილის ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევებით; რ.ჯაფარიძის ქუჩა(იგივე ზემო ვაკის ქუჩა) და შესახვევს, ჟვანიას ქუჩებს.
