რომეო მიქაუტაძის დაკითხვა დასრულებულია – ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მოსამართლის წინაშე კითხვებს თითქმის ხუთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
პროკურორი ამბობს, რომ მიქაუტაძემ დაასახელა ქრთამის აღების ფაქტებიც და კონრეტული ლოკაციებიც.
მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ მოთხოვნის, მიღების, გადაცემის ფაქტები, ასევე ლოკაცია იყო უცვლელი. დროის დაახლოებითი მონაკვეთებიც. იგივე ინფორმაცია პრაქტიკულად დაადასტურა. არცერთი დოკუმენტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში დევს, არ წარუდგენიათ, მხოლოდ და მხოლოდ წარადგინეს გაურკვეველი დოკუმენტი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში არ დევს და მათი მხრიდან, კითხვაზე პასუხი, თუ რა დოკუმენტი იყო და საერთოდ საიდან ჰქონდათ, ბუნდოვანი პასუხი ჰქონდათ. დადგა, მათი საქმიანობის კუთხით, საჭიროება, რომ კომუნიკაცია ჰქონოდათ რომეო მიქაუტაძესტან. რომეო მიქაუტაძის მხრიდან ეს საკითხი ცნობილი იყო გრიგოლ ლილუაშვილისთვის და მისი მხრიდან მოხდა მოთხოვნა კონკრეტული თანხის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეიფუთა ხაელმწიფო ინტერესად, თუმცა, ცხადზე ცხადი იყოს ყველასთვის, რომ სახელმწიფო ინტერესის მატარებელი არ იქნებოდა. შესაბამისად, მიღებული თანხა მიქაუტაძის მხრიდან გადაეცა ბრალდებულს.
რაც შეეხება კითხვა უჩნდებოდათ თუ არა ბიზნესმენებს – დაკითხულმა პირმა განაცხადა, რომ მისთვისაც ასევე ნათელი იყო, რომ ეს მოთხოვნა უნდა შეესრულებინა იმისთვის, რომ მის საქმიანობაში შეფერხებები არ ყოფილიყო. ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრა, რატომ ან როგორ შეიძლებოდა ხელი შეშლოდა, თუ ამო მოტხოვნას არ შეასრულებდა და ბუნებრივია, მისთვის ცხადი იყო, როგორც განმარტავს, რომ ეს თანხა უნდა გადახდილიყო. მოწოდებული ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ მათ კონკრეტული ის ეტაპი, რაზედაც იყვნენ, როდესაც თანხა გადაიხადეს, წარმატებით დასრულდა, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
ლილუაშვილის უფლებადამცველები კი ამტკიცებენ, რომ სახელწიფო ბრალდებამ და მიქაუტაძემ ვერ თქვეს, რა არის ის მთავარი მტკიცებულება, რაზედაც უნდა დაეყრდნოს მოსამართლე, როდესაც განაჩენს გამოაცხადებს.
მათი თქმით, ის თანხა, რომელიც მიქაუტაძემ სხვადასხვა ბიზნესმენებისგან აიღო, სხვადასხვა ქონების შესაძენად გამოიყენა.
სასამართლოს განაჩენით კანონიერ ძალაში შესულია, რომ მას გააჩნდა უკანონო შემოსავლები, ზუსტად იმ თანხის ექვივალენტი, რაზედაც ის ამბობს, რომ მეწარმე სუბიექტებისგან აღებული აქვს ქრთამის სახით. მოწმე, თავისი დაინტერესებიდან გამომდინარე, რომ მას აქვს გარკვეული შეღავათების და ბენეფიტების მიღების სამომავლო სურვილი და სავარაუდოდ, გარანტიებიც, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მოწმეზე, რომელიც აკეთებს იმგვარ განცხადებას, რომ მისივე მხრიდნა და მისივე განმარტებით, მხოლოდ მან იცის ეს ინფორმაცია და არავინ სხვამ. მისთვის ცნობილია, მან იცის, რომ ლილუაშვილთან ხდებოდა აღნიშნული თანხის მიცემა, მსგავსი სახის ინფორმაცია არ არსებობს, – ამბობს ლანა ცერცვაძე.
