2026 წლის მეორე კვარტალში ქართული მართვის მოწმობა რუსეთის 126-მა მოქალაქემ აიღო, ეს კი საანგარიშო პერიოდში უცხოელებზე გაცემული დოკუმენტების თითქმის 57%-ია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 თვეში მართვის მოწმობა უცხო ქვეყნის 222 მოქალაქეზე გაიცა, აქედან 126 რუსეთის მოქალაქე იყო.
ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, აპრილი-ივნისში ჯამში გაიცა 12 132 პირველადი მართვის მოწმობა, აქედან 11 611 საქართველოს მოქალაქეზე, 222 – უცხოელზე, 299-ის შემთხვევაში კი მოქალაქეობა მითითებული არ არის.
საანგარიშო პერიოდში ქართული მართვის მოწმობების რაოდენობით მეორე ადგილზე არიან ბელარუსის მოქალაქეები, მესამეზე კი უკრაინის.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ top-10 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებმაც 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:
რუსეთი – 126
ბელარუსი – 29
უკრაინა – 20
ინდოეთი – 7
აზერბაიჯანი – 5
გერმანია – 5
სომხეთი – 3
თურქმენეთი – 3
აშშ – 2
ყაზახეთი -2
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქართული მართვის მოწმობები აიღეს სირიის, იორდანიის და ა.შ. მოქალაქეებმა.
საერთო ჯამში, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 12 132 მართვის მოწმობა გაიცა. მართვის მოწმობის ამღებ პირთაგან ყველაზე პატარა 16 წლისაა, ხოლო ყველაზე დიდი – 72 წლის.
