Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლეჩხუმში „ლაილაშობა-2026“ გაიმართა

August 17, 2026
ლეჩხუმში „ლაილაშობა-2026“ გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, ლეჩხუმის ისტორიულ და მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშში სახალხო დღესასწაულს – „ლაილაშობა – 2026“ დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკეს 1924 წლის აჯანყების გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც სტუმრებთან ერთად ლაილაშის ისტორიული ცენტრი და სოფლის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, მათ შორის – ლაილაშის ხალხთა მეგობრობის ობელისკი.

სახალხო დღესასწაულზე, ლაილაშის ისტორიულ ბულვარში მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ლეჩხუმური თონე და ტრადიციული კულინარია. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფოტოარქივს, ეთნოგრაფიულ ნივთებსა და ლეჩხუმელი მხატვრების ნამუშევრებს.

დღესასწაული საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. მსმენელის წინაშე ასევე წარდგნენ თიკა ჯამბურია და ბენდი „აიასი“.

„ლაილაშობა – 2026“, ტრადიციულად, ფოიერვერკით დასრულდა.

„სოფელი კიდევ ერთხელ იქცა ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ზეიმის ადგილად. სახალხო დღესასწაულმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლაილაში, როგორც ისტორიული, კულტურული და მრავალეთნიკური მემკვიდრეობის გამორჩეული კერა. აქ მრავალფეროვნება და ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა“, – აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე, ფონდი „ლეჩხუმისათვის“ თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრები როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ისე ისრაელიდან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • „ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები ტიბაანში მომხდარ ავარიაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge