Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ!” – კახა კალაძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით საუბრობს

August 17, 2026
“ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ!” – კახა კალაძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით საუბრობს

კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი არ განიხილავს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

კალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, მისი მნიშვნელობა კარგად იყო ახსნილი.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ! ხომ იქნა ახსნილი, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და რატომ არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ქმედებები, ის ნარატივი, რაც გარედან პატრონების დავალებით მოდის და აჟღერებს შიდა აგენტურა, ყველაფერი ცხადი და ნათელია. დღეს საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნები“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ შექმნილი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარების გათვალისწინებით, დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ორიენტირებულია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესზე.

„ჩვენი გადადგმული ყველა ნაბიჯებით და იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება- დემოკრატიული“ საქართველო, იმ გამოწვევების ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, იმ გამოწვევების ფონზე, რაც გვაქვს მსოფლიოში, რეგიონში, რა მტრული ინტერესებიც იკვეთება ქვეყანასთან მიმართებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან, ყოველთვის გათვალისწინებული იქნება, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს და ჩვენი ხალხის ინტერესები“.- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, კოალიციამ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც „ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების წართმევას“ ასაჩივრებენ.

როგორც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, „რეჟიმი ცდილობს, რომ მოქალაქეებს შეუზღუდოს და წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება“.

„ჩვენი კოალიცია იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად“, – განაცხადა სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორის თქმით ლილუაშვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი მტკიცებულებებით დასტურდება
  • „ეს ალბათ ჩემი ბოლო წელია“ – კრიშტიანუ რონალდო კარიერის დასრულებაზე მიანიშნებს
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge