ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 15 აგვისტოს გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც მათ უკანასკნელ შეხვედრასა და თბილ მოგონებას იხსენებს:
„… სულ ბოლოს “გარდენიაში” შევხვდი , დიდხანს ვიჯექით პატარა კაფის წინ, რა აღარ მოვიგონეთ, მერე სიტყვა ერთ ახალგაზრდა ფოტოგრაფზე ჩამოვარდა, ვაქეთ და ვადიდეთ, ბადრიმ თქვა:
– მაგარი ბიჭია, კარგად იღებს, ყველაფერი მომწონს მაგისი, მოკლედ, გადასარევია….
მე იუმორით, გურულად შუუჩხიკინე;
– მოკლედ რეიზა, რაცხა ხომ არ შეგშურდა მაგ ბიჭის თქო
-ოოჰ, შენ დეიღუპე საცხა, რა უნდა შემშურდეს, რავა მე გლახათ ვიღებ თუუუუ? ააა, მიყურეეეო და ფოტოაპარატი გააჩხაკუნა,
-ამ საღამოს გადმოგიგზავნი შენს პორტრეტს და ნახე, აგერ, ამ პაწა კოლოფში რაფერ დაგაპატიმრეო,
საღამოს ეს პორტრეტი გამომიგზავნა და მიაწერა- ნინუკას ბადრი ვადაჭკორია, რაფერია, ცააა?
ძამიკონა, მაგარია, მაგრამ ახლა საშინლად გულდაწყვეტილს და დარდიანს გვტოვებ ამ მიწაზე, შენ გზას გაუმარჯოს მარადიული სამყოფელისკენ, ღმერთმა გაგიღოს სასუფევლის კარი!!!
