დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა. თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდებულებს შორის ერთი თურქეთის, 5 კი საქართველოს მოქალაქეა.
გამოძიების მიხედვით, პირველ შემთხვევაში დანაშაულებრივი ჯგუფი, ფულადი თანხის სანაცვლოდ საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს – გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თურქეთის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები ისე, რომ საზღვრის რეალური კვეთა არ მომხდარა.
