Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი რუსული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროში – ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

August 14, 2026
ახალი რუსული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროში – ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

ახალი რუსული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროში – კორუფციის მკვლევარებს ხელში სკანდალური დოკუმენტი ჩაუვარდათ.

როგორც ირკვევა, თამაზაშვილის უწყება ათასობით ლარის დახარჯვას აპირებს, იმისთვის რომ შეისყიდონ ფოტო მონტაჟის ამომცნობი პროგრამა, რომელიც მოსკოვშია სერტიფიცირებული.

შს მინისტრის მოადგილესთან გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომელშიც გამარტივებულ შესყიდვას ითხოვენ, რათა ხელშეკრულება გაგრძელდეს რუსულ კომპანიასთან. წერილი 10 აგვისტოთი თარიღდება.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ თუ ეს შესყიდვა შედგება, საფრთხეში საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე და მათი პირადი ინფორმაცია აღმოჩნდება, რადგან არის რისკი, რომ ეს ინფორმაცია რუსული დაზვერვის ხელში გადავა.

“პროგრამა არის რუსული, ლიცენზირებულია მოსკოვში და საგამოძიებო მასალებზე წვდომა ექნება რუსეთს, ეს არის ძალიან მარტივი მისახვედრი. კითხვაა შსს-თან 21 -ე საუკუნეში, 2026 წელს რატომ გახდა აუცილებლობა და თან ექსკლუზიური, რომ რაღაც საექსპერტო პროგრამა ვიყიდოთ რუსეთიდან, მაშინ, როცა მსგავსი და უკეთესი ხარისხის პროგრამები აქვს ნატოს წევრ ქვეყნებს, თუ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა, რატომ უნდა იყიდო რუსული პროგრამები. ამას ემატება კიდევ მეორე – ეს არის დაქტილოსკოპიური მონაცემების იდენტიფიცირება და აღნიშნული პროგრამა ნაყიდი აქვთ ბელორუსში. პუტინს და ლუკაშენკოს აქვს ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციები, საგამოძიებო მონაცემებზე წვდომა, კიდევ რაში შეიძლება ეს იქნას გამოყენებული. რატომ უნდა ვიყიდოთ ოკუპანტი ქვეყნისგან, რაიმე პროგრამა, რომელიც ამუშავებს საქართველოს მოქალაქეების მონაცემებს, შსს-მ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაცემები პირდაპირ მისცა რუსეთს და ბელორუსს” – ამბობს დონაძე.

უსაფრთოების ექსპერტები რამდენიმე საფრთხეზე საუბრობენ, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ ეროვნული უსაფრთხოებაა. სპეციალისტების თქმით, IT კომპანიები, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ ხშირად იყენებენ ე.წ. უკანა კარების პრინციპს და ჩაშენებულ სისტემას, რომლითაც შესაძლოა წვდომა ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებს.

“რუსული და ბელორუსული პროგრამული უზრუნვეყოფის შესყიდვა სახელმწიფო უწყებებისთვის დიდი პრობლემა და გამოწვევაა, რადგან არ არსებოსბ არანაირი გარანტია იმის, რომ ამ პროგრამების ავტორებს არ აქვთ დატოვებული ე.წ. უკანა კარები, “ბექდორები“, რომლითაც არ შეიძლება მონაცემების მოპარვა. ან უბრალო თრექინგი, თუ რა ტიპის აქტივობით არის დაკავებული ქართული კონკრეტული სახელმწიფო უწყება. მე, პირობითად თუ ვყიდი ამ პროგარამას, თავისუფლად შემიძლია ისეთი ტიპის კოდების ჩაშენება, რომლითაც შემიძლია წავიღო ნებისმიერი მონაცემი, რომელიც ამ პროგრამაშია. ნებისმიერი ასეთი შესყიდვა უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ და ყოველთვის სჯობს, ეს იყოს საერთაშორისოდ სერთიფიცირებული. ერთ დღეს, რუსეთს და ბელორუსს რომ მოუნდება, შესაძლოა, ეს პროგრამები აღარ იყოს, აღარ მუშაობდეს. რაღაც ღილაკს შეიძლება დააჭირონ და აღმოჩნდება, რომ აღარ მუშაობს და მეტიც, ამ პროგრამებში არსებული მონაცემები სრულად წაღებული იყოს რუსეთის და ბელორუსის შესაბამისი სამსახურების მიერ” – ამბობს დავით ძიძიშვილი.

რუსული პროგრამების შემოტანა შსს-ში ეროვნული და საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის დამატებით გამოწვევად მიიჩნევს თეონა აქუბარდია. როგორც ის ამბობს, შესაძლოა, ამან ქვეყნის ეროვნული ინტერესებიც დააზიანოს.

“რუსული პროგრამების შემოტანა შსს-ში ეროვნული და საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის არის დამატებითი გამოწვევა. პირველი არის ის, რომ ტექნოლოგიებში შესაძლებელია იყოს ჩაშენებული იმგვარი სისტემა, რომელიც მიეწოდება რუსეთის სპეცსამსახურებს, და ეს ვალდებულება რუსულ IT კომპანიებს რომ გააჩნიათ, ვფიქრობ, ცხადია. მეორე რისკი არის რა თქმა უნდა საგამოძიებო და პერსონალური ინფორამციის გაჟონვის საფრთხე, მესამე და მნიშვნელოვანი კი, ტექნოლოგიური მიბმა ოკუპანტ სახელმწიფოზე და მეოთხე, ის რეპუტაციული ზიანი დასავლელი პარტნიორების თვალში, მაშინ, როდესაც რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის ადევს სანქციები უმეტესწილად, ამ ვითარებაში ეს აზიანებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯერ “პირველებს“ კითხვებზე პასუხი არ მიუღია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზუგდიდის სასტუმროში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
  • “ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის გასამართლებელი, არც დასაცავი” – ნინო სუხიშვილი ვიდეოს აქვეყნებს
  • საქართველოში შესაძლოა, ხორბალი გაძვირდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge