ძლიერი ხანძარია საბერძნეთში.
კუნძულ ჰალკიდიკის რამდენიმე დასახლებიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძრის დროს ორი ორი მეხანძრე-მაშველი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შესაძლოა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ წაქცეული ხე ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა.
თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
