Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის” –

August 14, 2026
“რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის” –

მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას, როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვას ეხება. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ აფხაზეთის ომიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახლად დაბრუნებული დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა, რის შედეგსაც დღემდე განიცდის ერი.

„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრსა და ჩვენ ქვეყანას ვუსამძიმრებ. 34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს. არ დავიწყებ იმ დინამიკის გაშიფვრას, რაც ამ ყველაფერს წინ უსწრებდა. ერთ რამეს ვიტყვი, 1992 წლის 14 აგვისტოდან 34 წელი გავიდა და ის კვლავ არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მას შემდეგ მთელი ჩვენი არსით და მრწამსით ვცდილობთ იმას, რომ მომხდარის გადალახვა შევძლოთ. ჩვენ შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში.

ჩვენ ვდგავართ აქ, ჩვენი გმირების მემორიალურ დაფასთან, აქედან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მშვიდობაზე ზრუნვა არ ნიშნავს უუნარობას შენი ქვეყნის დაცვისთვის. რაც მთავარია მშვიდობა არის ის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ჩვენ შვილებს მისცეს თავისუფლების, განვითარებისა და რაც მთავარია მომავლის იმედი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას, როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვას ეხება. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

მან ასევე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ჩემზე უფრო პროფესიონალები არიან იმ ჭეშმარიტების დადგენის საქმეში ჩართულები, რომელზეც დაიწყო გამოძიება. უბრალოდ თქვენ თავებს დაუსვით ერთადერთი კითხვა, ვის სასარგებლოდ მოხდა ამ უპასუხისმგებლო და როყიო განცხადებების დაბრეხვება?“ – განაცხადა კობალაძემ.

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
  • შთამბეჭდავი შედეგი ტვინის ყველაზე აგრესიული კიბოს მკურნალობაში
  • “არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში” – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge