საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ამა წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ ხურცილავა.
დეკანოზი იოსები დაიკრძალება შაბათს, 15 აგვისტოს, 15:00 საათზე კუნძულის უბნის სასაფლაოზე.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ფოთისა და ხობის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
