Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, რა არის ტვირთის საბოლოო დანიშნულება” – რას ამბობს ბერდია სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე

August 13, 2026
“გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება – გაგეგდოთ ბარემ პირდაპირ” – ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე

პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელმა ბიზნესსუბიექტებმა განახორციელეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა, რა ოდენობის ტვირთზეა საუბარი და რა არის ამ ტვირთის საბოლოო დანიშნულება? – ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ამასთან, სიჭინავას თქმით, ტვირთის მოძრაობა თუ განხორციელდა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია.

„ორ ნაწილად უნდა გავმიჯნოთ ეს საკითხი. მთავარია, არ დაირღვეს ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი. ეს ტვირთის მოძრაობა თუ განხორციელდა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. თქვენ იცით, რომ არაერთ ასეთ ჰუმანიტარულ პროექტში არის ჩართული საქართველო, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენი აფხაზი ძმების მკურნალობის ხარჯებს ვაფინანსებთ. ენგურჰესი რომ ავიღოთ, ელექტროენერგიას ჩვენც ვიღებთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობაც. ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ აქ მთავარია, რომ ეს პროცესი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ფარულად. ჩვენ არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნესსუბიექტები იყვნენ ამ ყველაფერში ჩართული და რა პროცედურის გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, თუ ეს როგორც ეკონომიკური ტვირთი, ისეა შესული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი და თუ ამას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც, რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს სერიოზული, საგანგაშო მაჩვენებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და უსაფრთხოებისთვის.

„ამიტომ, პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი. ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ისმის, ის არის, რომ ეს ტვირთი საბოლოო დანიშნულებით მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და დაიხარჯა ჰუმანიტარული მიზნებით, თუ სამხრეთ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და მოხმარდა ომის წარმოებას? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გვარწმუნებდნენ, თითქოს „დიფ სთეითს“ სურს ჩვენი ომში ჩართვა, შემთხვევით ირაკლი კობახიძე ხომ არ არის ის თანამდებობის პირი, ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს რთავს ომში, ოღონდ რუსეთის ფედერაციის მხარეს? სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი: რომელმა ბიზნესსუბიექტებმა განახორციელეს ამ ტვირთის შეტანა? ჰუმანიტარული მიზნებით განხორციელდა თუ არა? რა ოდენობის ტვირთზეა საუბარი და რა პროცედურა გაიარა ამ ტვირთმა? რა არის ამ ტვირთის საბოლოო დანიშნულება? ეს არის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს და იმედი მაქვს, ეყოფათ გონიერება, რომ გამოვიდნენ და ამ შეკითხვებს გასცენ პასუხი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა. თუ შეგვიძლია, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს ახლად დანიშნული რწმუნებული წარუდგინა
  • “აფხაზეთში საწვავი “ოცნების” მთავრობამ ფარული კომპანიის საბუთებით შეიტანა. აფხაზეთის საწვავის ბაზარს სანქცირებული “როსნეფტი” აკონტროლებს. ეს დანაშაულია!” – რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge