Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში სასკოლო ზონებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება

August 11, 2026
საქართველოში სასკოლო ზონებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება

საქართველოში სასკოლო ზონებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, მათ შორის განიხილება სასკოლო ზონებში სიჩქარის გადაჭარბებისთვის მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვრის გადახედვის საკითხი. {როგორც ცნობილია, კანონი ავტომობილის დასაშვებ სიჩქარეზე 15 კმ/სთ-ით გადაჭარბების შემთხვევაში სანქციას არ ითვალისწინებს, სწორედ ამის გადახედვა იგეგმა}.

„არასრულწლოვანების უსაფრთხოებასთან არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დაიწყება მუშაობა საქართველოში სკოლის მიმდებარე ზონების შესაბამისი რეგულირებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობაში სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრა, აღნიშნულ ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა.

აღნიშნული საკანონმდებლო ინტერვენციები ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს. ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელებისათვის,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.

შეფასების შუალედური ანგარიში მომზადდება 2029 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა), ხოლო საბოლოო ანგარიში – 2031 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა).

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 98 923 578 ლარს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოფელ ბაკურციხეში მაღაზია დააყაჩაღეს – დაკავებულია ერთი ადამიანი
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – რა მოწყობილობების დანერგვას გეგმავს მთავრობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge