სებ-მა “ტერა ბანკი” დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 5000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება დაჯარიმების მიზეზს, სებ-ს განმარტებით, “ტერა ბანკმა” ერთ კლიენტთან მიმართებით საქმიანობა და ფულადი სახსრების წარმომავლობა არ შეისწავლა.
“კომერციული ბანკის სს „ტერაბანკი“ 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ერთ კლიენტთან მიმართებით არ მოხდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა”,- ვკითხულობთ სებ-ის განმარტებაში.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, სააქციო საზოგადოება “ტერა ბანკი” ოფიციალურად ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა. ანგარიშგების პორტალის თანახმად კი 2024 წლისა და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰიანი – 80%, შეიხი მოჰამედ ბინ ბუტი ალ ჰამედი – 15%, შპს „ინვესტმენტ ტრეიდინგ გრუპ“ – 5%.
