Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლაშა ბუღაძე პირველი თანამედროვე მწერალი გახდა, ვისი წიგნის შეტანაც ციხეში იკრძალება – მწერლის კომენტარი

August 11, 2026
ლაშა ბუღაძე პირველი თანამედროვე მწერალი გახდა, ვისი წიგნის შეტანაც ციხეში იკრძალება – მწერლის კომენტარი

ლაშა ბუღაძე პირველი თანამედროვე მწერალი გახდა, ვისი წიგნის შეტანაც ციხეში იკრძალება – ახალი რომანი „დამკვირვებელი“ რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულ ნანა სანდერის საკანში უნდა შეეტანათ, მაგრამ ადმინისტრაციამ უარი თქვა. ოფიციალური მიზეზი წიგნის პოლიტიკური შინაარსია.

“უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური… ბადრაგი არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი” – ეუბნება “TV პირველს” წიგნის ავტორი.

ლაშა ბუღაძის თქმით, საქმე გვაქვს მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველ მნიშვნელოვან შემთხვევასთან.

ძალიან საშიში პრეცენდენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა – ამბობს მწერალი.

გიორგი რომელაშვილმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარ ნანა სანდერისათვის შეეგზავნა ჩემი რომანი “დამკვირვებელი” და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური – აი, ამ დეფინიციით. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ეს შეკითხვა გაჩნდა, რომ ეს უშუალოდ ბადრაგის გადაწყვეტილება იყო, რომ ასეთი განსაზღვრება მიეცა მხატვრული ტექსტისათვის, თუ ზოგადად არსებობს რაიმე ტიპის სია – აკრძალული ავტორების ან აკრძალული წიგნების, ანდა საერთოდ ვინ განსაზღვრა და ვინ მიანიჭა ამ ტიპის ეპითეტი ტექსტს – პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკური საერთოდ რას ნიშნავს? ანდა უკაცრავად, პოლიტიკურიც რომ იყოს შინაარსი, რატომ უნდა წაიკითხოს ეს მოქალაქემ, გნებავთ, ამ შემთხვევაში პატიმარმა თუ ნებისმიერმა. ბადრაგი არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი. ეჭვი მეპარება, რომ ანოტაციაც ჩაეკითხა. ანუ, ეს არის ტენდენცია, რომელიც უკვე გულისხმობს, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის ტენდენციას, რომ რაღაცები ისევ და ისევ ამ ფორმით აკრძალოს. ანუ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა და მაგალითი გვხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან საშიში პრეცენდენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერსს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • “უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არავის ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო” – ირაკლი კუპრაძე
  • ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge