“ალეკო ელისაშვილს ამოჩემებული ვყავარ” – ამის შესახებ “ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დასკვნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც დღეს მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ამ საკითხის შეფასებაში ვერ შევა – “ადამიანს ისედაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი ინტერესი იყო, რომ გაქცეულიყო, დანაშაული ჩაედინა, სასამართლოს შენობა გადაეწვა”.
მოდი მე ამ საკითხზე არ გავაკეთებ კომენტარს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ამ ადამიანს, როგორც მეუბნებიან და ინტერვიუებსაც ვნახულობ ხანდახან, ვყავარ პირადად ნე ამოჩემებული და რატომღაც ჰგონია, რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია. ამიტომ დავანებოთ ამას თავი. რამდენად სერიოზულია ეს – მე რა ვაიძულე წასულიყო და ჩაედინა ეს დანაშაული თუ არ ჩაედინა, თუ რა მოხდა არვიცი. არ ვიცი, რა აქვს მას გონებაში. შევეცდები ამ ადამიანის ქმედების შეფასებისა და სამართლებრივი კვალიფიკაციისგან თავი შევიკავო, რადგან ამ ადამიანს ისედაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი ინტერესი იყო, რომ გაქცეულიყო, დანაშაული ჩაედინა, სასამართლოს შენობა გადაეწვა ან ტერორისტული აქტი ჩაედინა. ამის შეფასებაში მე არ შევალ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამასთან, პოლიტიკოსს პროკურატურა ტერორისტული აქტის განხორციელებას ედავება. [საუბარია სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარზე].
დაკავებამდე ელისაშვილს ბრალი წაუყენეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის საქმეზეც.
