ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ჩხუბი და ხმაური იყო – ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ერთმანეთს 10-ზე მეტი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ჩხუბში მონაწილე 3 პირი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
