არდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი იმნაძისთვის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს. კადრები მაშინაა გადაღებული, როცა დაკავების შემდეგ არასრულწლოვანი გოგონა შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადვოკატი წერს, რომ „პროკურატურამ წნეხს ვერ გაუძლო“.
„ნიას მიმართ მტკიცებულებები რომ არ გქონდათ, ეს საკამათო არც კი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე დააკავებდით, თუმცა ახლა რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვანის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?
თავად ეკა კუპატაძეც ვერ უთითებს რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას, პროკურატურამ ვერ გაუძლო წნეხს! გაუძლებს კი სასამართლო ამ წნეხს? – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
