Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელს, გივი წულეისკირს და კომპანიის თანამშრომელს 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

August 6, 2026
სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელს, გივი წულეისკირს და კომპანიის თანამშრომელს 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

 

პროკურატურის თანახმად, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შპს „სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა გივი წულეისკირმა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა მეორე ბრალდებულმა სოფიკო პეტრიაშვილმა 579 მოქალაქის 34 855 130 ლარი მიისაკუთრეს.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორე ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, დამნაშავედ ცნო ორი იურიდიული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და 100 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრათ.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მსჯავრდადებულებს დაეკისრათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული

ბრალდებულების ქონებიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენგურთან დაკავშირებით მინდა ვთქვა…“ – გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
  • 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • რა გახდა “სამგორის” მეტროში სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი – ცნობილია ექსპერტიზის პასუხი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge