Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსი ტურისტების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამო სუსმა გამოძიება დაიწყო

August 6, 2026
რუსი ტურისტების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამო სუსმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყების ცნობით, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

სუსში ამბობენ, რომ ეს საქართველოს ეკონომიკის დაზიანებას ემსახურება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა სუსმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
  • გაუმართავ ავტომობილებზე გაიცემოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითი დასკვნები – სუს-მა 3 პირი დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge