Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

August 3, 2026
ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენ

ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებენ. როგორც ისინი ამბობენ, ქვეყანაში არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა.

მათი თქმით, სინამდვილეში საჭიროა უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით არის, რაც ხშირად არის ხოლმე, ინფლაციის გამომწვევი ქვეყანაში და ეს არის უფრო რბილი მონეტარული პოლიტიკა, ვიდრე საჭიროა. ყველაფერი სინამდვილეში მიდის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ნაკლებობამდე, რადგან სინამდილეში საჭიროა უფრო მაღალი საპროცენტო გაანკვეთები, შეიძლება ეს პოპულარული არ არის, პოლიტიკური წნეხია, მთავრობისგან ეროვნულ ბანკზე და ამიტომ არ ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. მონეტარული პოლიტიკის ეს შეცდომა, სინამდვილეში გვაძლევს შედეგად ქრონიკულად მაღალ ინფლაციას. ფასები არის მოთხოვნა-მიწოდების შედეგი, თუ რაღაც შეძახებით და რეპრესიული მეთოდებით დაარეგულირებ ფასებს, ეს გამოიწვევს დეფიციტს, მოტივაციის დაკარგვას ეკონომიკაში, რომ წარმოება გაიზარდოს და კიდევ უფრო გაიზრდება ამის შედეგად ფასები, – აცხადებს გიგა ბედინაშვილი.

მოენტარული პოლიტიკის პრობლემად მიიჩნევს ინფლაციის ზდას კიდევე რთი ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი. როგორც ის ამბობს, კითხვის ნიშნები ეროვნულ ბანკთან უნდა დაისვას, რადგან სწორედ ის არის პასუსხისმგებელი მოახდინოს ქვეყანაში ფასების საერთო დონის მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია.

ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მუდმივად აღემატება, ე.ი. ჩვენ პრობლემები გვაქვს მონეტარული პოლიტიკის განხორციელების დროს, რომლის განმახორციელებელიც ცენტრალური ბანკია. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები ამ ნაწილში უნდა დავსვათ ეროვნულ ბანკთან. არგუმენტები ის, რომ რაღაც ეგზოგენური შოკები მოქმედებს, საერთაშორისო ბაზრებზე სიტუაცია შეიცვალა და ა.შ. ღია ბაზრის ეკონომიკაში მსგავსი ცვლილებები ყოველთვის არსებობს, არსებობდა და იარსებებს, აქედან გამომდინარე ახლა, არგუმენტი, რომ თურმე სადღაც გლობალურ ბაზარზე რაღაც შეიცვალა, ამიტომ ჩვენთან ინფლაცია მიზნობრივს აღემატება მნიშვნელოვნად, ეს სამწუხაროდ არგუმენტი არ არის. ცენტრალური ბანკი იმიტომ არსებობს ქვეყნებში, რომ მსგავსი ტიპის შოკები გადააზღვიოს და მოახდინოს ქვეყანაში ფასების საერთო დონის მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია. ახლა ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ბოლო პერიოდში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ამას თავს ვერ ართმევს. არ დავბეჭდავთ მეტ ფულს და გვექნება მეტ-ნაკლებად სტაბილური ინფლაციის დონე, დავბეჭდავთ და გვექნება გაზრდილი და გაქცეული ინფლაცია, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასმა, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას ითვლის, საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 14%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედამ 12 წლის ქალიშვილი პედოფილთან გაგზავნა, რომ კაცს მასთან ონლაინფლირტი არ შეეწყვიტა – გამოძიება 6 წლის შემდეგ დაიწყო
  • ვინ არის 30 წლის მამაკაცი, რომელიც მარნეულში ავარიას ემსხვერპლა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge