Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

August 3, 2026
“ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული სიყვარული უნდა ჩადოთ…”- დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ პირად ცხოვრებაში დროებითი პაუზა გაქვთ, ეს ვენერას ჩაკეტილი ენერგეტიკით აიხსნება, თუმცა ნუ იდარდებთ — ბედი ამ პერიოდს აუცილებლად აგინაზღაურებთ და მომავალში უამრავ სასიყვარულო თავგადასავალს გაჩუქებთ. სიმართლე უკვე ისე თვალშისაცემი გახდა, რომ გვერდს ვეღარ აუვლით და მოგიწევთ, რეალობას თვალი გაუსწოროთ. წინ საკმაოდ რთული ეტაპი გელით, ამიტომ ეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და ბრძოლისთვის მოემზადოთ. თუ სესხის აღებას გეგმავთ, პირობებს ყურადღებით გაეცანით, რათა ბანკმა ფარული პროცენტები ან არახელსაყრელი ვალდებულებები თავს არ მოგახვიოთ. იყავით პრინციპული და შეუპოვარი, თუმცა არა – აგრესიული. ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ ივარჯიშეთ და მენიუდან სწრაფი კვების პროდუქტები სრულად ამოიღეთ.

კურო

თუ თქვენი ურთიერთობა უინტერესო და მოსაწყენი გახდა, სიურპრიზებისთვის მოემზადეთ! ვარსკვლავური ენერგია გაიძულებთ, საყვარელ ადამიანს სრულიად ახალი თვალით შეხედოთ. თუ მოთმინებასა და გონიერებას გამოიჩენთ, რაშიც ახლობლებიც დაგეხმარებიან, ნებისმიერი პრობლემა სწრაფად მოგვარდება. თქვენნაირ პროფესიონალებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა, ასე რომ, სარფიან შეთავაზებებს გაბედულად დათანხმდით, თუნდაც სამსახურის შეცვლა მოგიწიოთ. ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი პერიოდი გელით — შემოსავლები სხვადასხვა წყაროდან, რეგულარულად შემოვა, რაც თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად შეავსებს. ხოლო დაგროვილი სტრესისა და დაღლილობის მოსახსნელად, საუკეთესო გადაწყვეტილება აუზზე სიარულია.

ტყუპები

თუ საყვარელი ადამიანისგან სითბოს და სიყვარულს აღარ გრძნობთ, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ და მიზეზი გაარკვიეთ! დროა მიხვდეთ, რომ პარტნიორის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ, მით უმეტეს, რომ ზოგჯერ უცნაურად ხუმრობს. მხოლოდ მეხსიერებას ნუ ენდობით — დაგეგმილი საქმეები დღიურში ჩაინიშნეთ და გონებას დატვირთვა შეუმსუბუქეთ. ამჯერად, კომერციულ საქმიანობაში გარისკვა გაუმართლებელი იქნება და შესაძლოა, ისედაც მერყევი ფინანსური მდგომარეობა უფრო გააუარესოს. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ყურადღება მაინც არ მოადუნოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე – დაღლილობასთან მაგარი ყავით ბრძოლას ჯობს თბილი აბაზანა მიიღოთ და დასაძინებლად დაწვეთ.

კირჩხიბი

თუ პარტნიორთან ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, ჯობია, ცოტა ხნით გაერიდოთ ან ყურადღება სამუშაოსა თუ საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ. თქვენი განწყობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა სიამოვნებას შესრულებული სამუშაოსგან. ბევრ კირჩხიბს გაუთვალისწინებელი საქმიანი მივლინება ელის, რომელიც ძალზე ღირებულ ინფორმაციას მოგიტანთ. ფინანსური ინტერესების გამო, შესაძლოა მეგობრებთან უთანხმოება მოგივიდეთ. გამორიცხული არ არის, რომ მატერიალურ სარგებელსა და ერთგულ მეგობრობას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. სამსახურში მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერა მოგიწევთ. ყველაფერი ყურადღებით წაიკითხეთ, რომ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, ამ დღეს უკიდურესობებში გადავარდეთ ან სასურველი რეალობად აღიქვათ. პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით — მიზეზი თქვენი უსაგნო ეჭვიანობაა, რასაც საყვარელი ადამიანისგან საპასუხო ბრალდებები მოჰყვება. სამსახურში ნუ ეცდებით, გარშემო მყოფებს „თამაშის წესები“ უკარნახოთ, თორემ კოლეგებთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. ვარსკვლავები ამ დღეს აღიარებასა და წარმატებას მხოლოდ მათ ჰპირდებიან, ვისი ნაბიჯებიც შინაგან რწმენას და თავდაჯერებას ეფუძნება. ნუ ეცდებით იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ — ყველა საქმეს მაინც ვერ მოასწრებთ, ჯანმრთელობას კი ნამდვილად ავნებთ. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში კონტაქტები შეზღუდოთ.

ქალწული

კარგია, რომ ახლობლების მიმართ ყურადღებას იჩენთ, თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვაც აუცილებელია. შეგიძლიათ პირადი ინტერესებისთვის დრო სინდისის ქენჯნის გარეშე გამონახოთ. თუ ოჯახში დაძაბული ურთიერთობებია, ეცადეთ, პრობლემა დიპლომატიური გზით მოაგვაროთ. მოსალოდნელია სამუშაო ადგილის ან პროფესიული სფეროს შეცვლა, თუმცა ახალ გარემოში დამკვიდრებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ — ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს.

სასწორი

ამ დღეს გული სიყვარულსა და გართობას გთხოვთ, თუმცა ცხოვრება საოჯახო საქმეების მოგვარებას გაიძულებთ. იდეალური დღეა ხელმძღვანელობასთან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს დადებული ხელშეკრულებები და მომგებიანი აღმოჩნდება. სიფხიზლეს ნუ დაკარგავთ და ნუ მისცემთ მოვლენებს საშუალებას, არჩეული გეგმიდან გადაგახვევინონ. ლიდერის თვისებები სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა ეცადეთ, ამით კოლეგები არ გააღიზიანოთ. დღის განმავლობაში კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატარეთ — თქვენს თვალებს ახლა დასვენება სჭირდება.

მორიელი

მარტოხელა მორიელმა შეიძლება კოლეგასთან რომანი გააბას, თუმცა, ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ეს ურთიერთობა მაინც განწირულია. ასე რომ, კარგად დაფიქრდით — ღირს კი ენერგიის დახარჯვა იმაზე, რასაც მომავალი არ აქვს? უმჯობესია, თავისუფალი დრო ოჯახს დაუთმოთ — ახლა განტვირთვა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ჰაერივით გჭირდებათ. წინ საკმაოდ დაძაბული პერიოდი გელით: მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც უახლოესი თვეების მოვლენებს განსაზღვრავს. საქმიან სფეროში ნდობა ყველაზე ძვირფასი კაპიტალია — თუ ეშმაკობასა და ფანდებს მიმართავთ, შეიძლება ავტორიტეტთან ერთად გარშემომყოფთა პატივისცემაც დაკარგოთ. დადებითი განწყობა თქვენი მხნეობისა და სიმტკიცის გარანტიაა. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — ეს ჩვევა მხოლოდ ხასიათს გაგიფუჭებთ.

მშვილდოსანი

ძვირფას დროს ეჭვებზე ნუ დახარჯავთ, უბრალოდ, მაქსიმალურად გულწრფელი იყავით და სიყვარულით დატკბით! სახლიდან ხშირად გადით და ხალხში გაერიეთ. რაკი უარის თქმა გიჭირთ, შესაძლოა, კოლეგამ ან ხელმძღვანელმა ისარგებლოს და სამუშაო დაგიმატოთ. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა თუ ტექნიკური შეფერხებების გამო, შესაძლოა შეთანხმება დაირღვეს, ამიტომ ნუ იჩქარებთ და თითოეული ნაბიჯი წინასწარ გათვალეთ. ხერხემლის პრობლემების ხანგრძლივად უგულებელყოფა ადრე თუ გვიან დაგაზარალებთ, ამიტომ ნუ გადადებთ და ექიმს დროულად მიმართეთ.

თხის რქა

პარტნიორთან მცირე გაუგებრობა გელით, თუმცა ნუ იდარდებთ — თქვენი სიყვარული გამოცდას გაუძლებს, რაც ურთიერთობას მხოლოდ განამტკიცებს. საჭიროების შემთხვევაში, ბანკიდან იპოთეკური სესხის ხელსაყრელი პირობებით აღებას შეძლებთ, რომლის დაფარვაც არ გაგიჭირდებათ. ხელმძღვანელის ზურგს უკან ინტრიგების ხლართვას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება სხვისთვის დაგებულ მახეში თავად გაებათ. უახლოეს მომავალში, ხარჯების ზრდისა და ხელფასის დაგვიანების გამო, შესაძლოა ფულის ნაკლებობა იგრძნოთ. ვარსკვლავები ასევე გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენონ, ამიტომ გადაღლას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ასტროლოგები მარტოხელა მერწყულებს აფრთხილებენ, რომ თუ ინიციატივას არ გამოიჩენენ და სახლში ჩაიკეტებიან, კიდევ დიდხანს დარჩებიან მარტო. სოციალური ქსელებით საბედოს ძებნას მოერიდეთ – შესაძლებელია თაღლითს გადააწყდეთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ფორსმაჟორული სიტუაციები აუცილებლად გაითვალისწინეთ. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ. ამ დღეს უმჯობესია ალკოჰოლზე უარი თქვათ, თორემ საკუთარი სიტყვების და საქციელის დიდხანს შეგრცხვებათ.

თევზები

მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ურთიერთობა დაიწყება, ასე რომ, მომენტით დატკბით და საკუთარ ემოციებს მიჰყევით. სამსახურში დამატებით ვალდებულებებს ნუ იკისრებთ — ისედაც გადატვირთული ხართ. გადაუდებელი საქმეები გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს. აუცილებლობის შემთხვევაში, საბანკო სესხის აღებას სჯობს, ფულის მეგობრებისგან ან ნათესავებისგან ისესხოთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები აკონტროლოთ — განწყობა შესაძლოა მკვეთრად გაგიფუჭდეთ, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან – ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა არის ცნობილი კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის მომავალ ქორწილზე
  • ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
  • 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge