Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ერთ-ერთ “ქოლცენტრს“ ხელძღვანელობდა-საქმე ელისო კილაძის წინააღმდეგ

July 31, 2026
რა ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ერთ-ერთ “ქოლცენტრს“ ხელძღვანელობდა-საქმე ელისო კილაძის წინააღმდეგ

ელისო კილაძის საქმე – გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის პროცესი საქალაქო სასამართლოში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დღეს საბრალდებო უწყებამ ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გიორგი კამლაძე მოიყვანა. ეს ის პირია, რომლის სახელზეც წლების განმავლობაში ე.წ. ქოლცენტრი იყო, ის ბრალდებულის სტატუსის მქონეა, თუმცა, თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფება.

გიორგი კამლაძე ამტკიცებდა, რომ ელისო კილაძეს მის სახელზე რეგისტირებული ქოლცენტრი გარკვეულ თანხას უხდიდა, თუმცა, რის სანაცვლოდ, არ უთქვამს. მას შემდეგ, რაც მოწმემ თანხის ოდენობაც დაასახელა ელისო კილაძეს და მას შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კილაძე აიძულებდა მოწმეს ეთქვა, რის სანაცვლოდ უწევდა გარკვეულ მომსახურებას ჟურნალისტი მის კომპანიას. თუმცა, მოწმემ ამაზე პასუხი ვერ გასცა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული მოწმის ტექნიკიდან გამოთხოვილია ასევე ე.წ. შავი ბუღალტერია და დღევანდელს პროცესზე ამ საკითხზეც დაისვა კითხვები.

მოწმის განმარტებით, გარკვეულ ფინანსურ მიმართულებას კურირებდა ქოლცენტრების, შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი, რა თანხა შედიოდა ქოლცენტრში, ბრუნვა რა იყო, რა იყო მოგება, რა იქნა განაწილებული პარტნიორებზე, ვინ იყვნენ ეს პარტნიორები. ასევე, ისაუბრა ელისო კილაძის როლზე, რომელიც, როგორც ასეთი, პარტნიორად წოდებული არ არის, ეს ბრალდების დაგენილებაშიც ზუსტად ამ ფორმულირებით არის და ახსნილია თუ რას ემსახურებოდა კილაძის როლი. ზუსტად ამ როლის შესახებ ისაუბრა მოწმემ, რისთვის უხდიდნენ მას კონკრეტულ თანხას. ასევე, მისი ფუნქცია რა იყო, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოწმემ. ასევე ამ მოწმის ტექნიკიდან ე.წ. შავი ბუღალტერიაა გამოთხოვილი, საკმაოდ მოცულობითი ეს ინფორმაცია და ამის ირგვლივაც დაესვა მოწმეს კითხვები და ახსნა, ყველა ველში თუ ფაილში, რა ინფორმაცია იყო ასახული. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას – ვიდრე ბრალდებული თავად არ მომართავს პროკურატურას, რომ საპროცესო უდნა, რომ გაფორმდეს, მანამდე ჩვენ ამ საკითხს ზოგადად არც განვიხილავთ, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

შემდეგი პროცესი 4 აგვისტოს ჩაინიშნა. ეს იქნება ბოლოს ხდომა, სადაც პროკურატურა კიდევ ერთ მოწმეს მოიყვანს, ელისო კილაძის წინააღმდეგ დასაკითხად.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ჯარიმა 10 000 ლარამდე გაიზარდა – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge