Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

July 31, 2026
პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელში განათავსეს ყალბი განცხადება შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ცენტრიდან „Mazda“-ს მარკის ავტომანქანების შეღავათიან ფასად გაყიდვის შესახებ. დაინტერესებულ მოქალაქეს ბრალდებულებმა ცენტრის ღია ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანები აჩვენეს და 17 ავტომანქანის შეძენა, თითოეულის 30 500 აშშ დოლარად შესთავაზეს. ასევე გადაუგზავნეს ხუთი ყალბი ინვოისი, რომლებზეც შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ყალბი რეკვიზიტები, ბეჭედი, ავტომანქანების საიდენტიფიკაციო (VIN) კოდები იყო დატანილი და დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ავტომანქანების შესასყიდად თანხა ჯგუფის წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.

პროკურატურის ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად, ჯამში 450 900 აშშ დოლარი ჩარიცხა, რომელსაც ბრალდებულები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო მიმალვაში მყოფი ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც ერთ-ერთ “ქოლცენტრს“ ხელძღვანელობდა-საქმე ელისო კილაძის წინააღმდეგ
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ბრალდებულს,რომელმაც სოფელ ტყვიავში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა სამ პირს, ბრალი წარედგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge