Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება…” – რას ამბობს დავით დარჩიაშვილი

July 31, 2026
“ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება…” – რას ამბობს დავით დარჩიაშვილი

12:58 / 31-07-2026
“ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება” – დარჩიაშვილი
ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოვ­ლე­ნებს იმას არ­ქმევს, რაც თვი­თონ სურს – ეს კი სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტე­რო­რის­ტულ ბუ­ნე­ბას აჩ­ვე­ნებს, რად­გან ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ ასე­თი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა და­ში­ნე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ოპო­ნი­რე­ბა არა­ვის მო­უნ­დეს, – ამის შე­სა­ხებ ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორ­მა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რის­თვის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთი, ახა­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, „ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ფი­ო­ზუ­რი პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა – არას­დროს უნდა აჩ­ვე­ნო სი­სუს­ტე და ნე­ბის­მი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე შური მაქ­სი­მა­ლუ­რად დისპრო­პორ­ცი­უ­ლად უნდა იძიო, ოპო­ნენ­ტე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად და და­სათ­რგუ­ნად“.
„ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მი­მართ ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დია, ტე­რო­რიზ­მი გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით სა­ჯა­რო ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­დე­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სად იყო? შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოვ­ლე­ნებს იმას არ­ქმევს, რაც თვი­თონ სურს. უშუ­ა­ლოდ ალე­კოს მი­მართ ასე­თი სი­სას­ტი­კე… ოდეს­ღაც ის თა­ვად იყო „ოც­ნე­ბის“ მომ­ხრე, თუმ­ცა ბოლო დროს მათ­თან გა­მორ­ჩე­უ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყო. გვახ­სოვს ინ­ცი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნის დროს, რო­დე­საც მან ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ფი­ო­ზუ­რი პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა – არას­დროს უნდა აჩ­ვე­ნო სი­სუს­ტე და ნე­ბის­მი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე შური მაქ­სი­მა­ლუ­რად დისპრო­პორ­ცი­უ­ლად უნდა იძიო, ოპო­ნენ­ტე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად და და­სათ­რგუ­ნად. ალე­კო ამ მა­ფი­ო­ზუ­რი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ სა­მიზ­ნედ ამო­ირ­ჩი­ეს. ეს კი სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტე­რო­რის­ტულ ბუ­ნე­ბას აჩ­ვე­ნებს, რად­გან ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ ასე­თი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა და­ში­ნე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ოპო­ნი­რე­ბა არა­ვის მო­უნ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­რო­ბი­რე­ბულ არაჰუ­მა­ნურ მე­თო­დებს იყე­ნებს, რო­მელ­თა შო­რი­საა ოპო­ნენ­ტთა და­ში­ნე­ბა და ტე­რო­რი, ასე­ვე მძევ­ლე­ბით ვაჭ­რო­ბა. დარ­ჩი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს სა­გა­რეო ვი­თა­რე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ვაჭ­რო კო­ზი­რე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს.

„ჩვენ არ ვსხედ­ვართ ივა­ნიშ­ვი­ლის ტვინ­სა და გულ­ში, რათა ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი სი­ზუს­ტით ავ­ხსნათ მისი მო­ტი­ვი ამა თუ იმ ქმე­დე­ბის დროს. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლებს ეფუძ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ აქ იკ­ვე­თე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტაქ­ტი­კი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის „ოც­ნე­ბი­სე­უ­ლი“ ტექ­ნო­ლო­გი­ის მე­ო­რე ნი­შა­ნი. პირ­ვე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბა იყო, ოპო­ნენ­ტის და­ში­ნე­ბა და დათ­რგუნ­ვა, ხოლო მე­ო­რე მძევ­ლე­ბით ვაჭ­რო­ბაა. ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ტი­პუ­რი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი ხერ­ხია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. ის კარ­გად ფლობს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმე­ში არ­სე­ბულ, არაჰუ­მა­ნურ მე­თო­დებს და ვაჭ­რობს ყვე­ლას­თან. გათ­ვლა შე­საძ­ლოა ყო­ველ­თვის ზუს­ტი ვერ იყოს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა სიგ­ნა­ლი წა­მო­ვა და­სავ­ლე­თი­დან, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა რუ­სეთ­ში ან რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ირან­ში თუ კავ­კა­სი­ა­ში. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით შე­ეც­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მძევ­ლე­ბი კო­ზი­რე­ბად გა­მო­ი­ყე­ნოს“, – გა­ნა­ცხა­და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ასე­ვე, პო­ლი­ტო­ლოგ­მა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა, კერ­ძოდ, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა. და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პი­რად და­საყ­რდენს წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ის არც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდში და არც უშუ­ა­ლოდ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის­თვის ნდო­ბას არ იწ­ვევს.

„არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, რომ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში გა­მო­ე­ჩი­ნოს თავი, ეს მისი პრო­ფი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, არც სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყო­ფი­ლა მისი სფე­რო. ვფიქ­რობ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თია აქვს, მას­ში ერ­თგულ კადრს ხე­დავს და ვერ ელე­ვა. ამავდრო­უ­ლად ჩანს, რომ მდი­ნა­რა­ძე და­ნარ­ჩენ გუნდში დიდ ნდო­ბას არ იწ­ვევს, რის გა­მოც ვერ­ცერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ხან­გრძლი­ვად ვერ ჩერ­დე­ბა და ახლა გარ­და­მა­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე მი­დის. თუმ­ცა, რამ­დე­ნად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და იგი მდი­ნა­რა­ძის ქცე­ვით, ან აწ­ვდი­და თუ არა მას­ზე ვინ­მე უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამას ვერ გე­ტყვით. ფაქ­ტია, რომ მდი­ნა­რა­ძე არც ივა­ნიშ­ვილ­ში იწ­ვევს გან­სა­კუთ­რე­ბულ ნდო­ბას, ხოლო კო­ბა­ხი­ძეს მის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და სა­კუ­თარ მთა­ვარ და­საყ­რდე­ნად მი­აჩ­ნია.

წინა პრე­მი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც მკა­ფი­ოდ ჩან­და ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მას უნ­დობ­ლო­ბა უჩ­ნდე­ბა. ვი­ნა­ი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პირ­ვე­ლი პი­რის პრე­რო­გა­ტი­ვას ფლო­ბენ, ხოლო ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა სრუ­ლი­ად არა­ფორ­მა­ლუ­რია, მას მუდ­მი­ვად აქვს შიში, რომ ერთ დღე­საც ვინ­მე თა­ვის ფორ­მა­ლურ ბერ­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებს. ყვე­ლა სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა სწო­რედ ამ ეჭ­ვე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ივა­ნიშ­ვილს იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს კო­ბა­ხი­ძის მი­მარ­თაც. თუმ­ცა კო­ბა­ხი­ძე ივა­ნიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ქე­ბას არ იშუ­რებს და არც იმის ნიშ­ნებს ავ­ლენს, რომ სა­კუ­თარ კლანს ქმნის, რის გა­მოც ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბა მის მი­მართ შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­საც იგი­ვე და­სას­რუ­ლი ელის, სა­გა­რეო ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბის ფონ­ზე, ივა­ნიშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად აქ­ცი­ოს, მო­ი­ცი­ლოს და პრე­მი­ე­რად ისე­თი პირი და­ნიშ­ნოს, ვინც და­სავ­ლე­თის­თვის უფრო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ­მა ასე­ვე შე­ა­ფა­სა MMA-ის მებ­რძო­ლის, გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის მიერ ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის და­ფუძ­ნე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, „ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვაა“.

„ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქცე­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ საყ­რდენს ვბრუნ­დე­ბით, ეს და­ში­ნე­ბაა. ამ ტაქ­ტი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია მსგავ­სი ჯგუ­ფე­ბის ფორ­მი­რე­ბაც. შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­კი­თხე­ბი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს გზით უნდა წყდე­ბო­დეს და არა ასე­თი კვა­ზი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი წარ­მო­ნაქ­მნე­ბით, რომ­ლებ­საც ძა­ლო­ვან ბერ­კე­ტებ­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ის­ტო­რი­ას უკვე გავ­ლი­ლი აქვს, ეს ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის პირ­და­პი­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა“,- გა­ნა­ცხა­და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ…” – რა განმარტებას აკეთებს პროკურორი
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
  • “არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა”-მიხეილ ბოცვაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge