Friday, October 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა – ირაკლი კუპრაძე

July 31, 2026
ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა – ირაკლი კუპრაძე

ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები სამართალთან დაკავშირებული არ არის და ის წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესს.

ჩვენ ვხედავთ ძალიან მარტივ მოცემულობას, სადაც, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, მეოთხე ბრალი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მამუკა მდინარაძემ, ამ პატარა ადამიანმა, რომელიც ახალ სამინისტროებს და ახალ საქმეებს ეძებს, ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი. ვერ შეძლო მურუსიძის სასამართლომ ვერასდროს, რომ ადეკვატური კვალიფიკაცია მიეცა. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამაზე მიუთითებს მათ შორის, შალვა პაპუაშვილის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან ალეკო ელისაშვილის შესაძლო ქმედებისთვის კვალიფიკაცია არ მიუცია საგამოძიებო უწყებებს ან პროკურატურას, ან სასამართლოს, კვალიფიკაცია მისცა შალვა პაპუაშვილმა საკუთარი „ფეისბუქ” სტატუსით, მაშინ, როცა ალეკო ელისაშვილს ტერორიზმი დააბრალა. ამ ვითარებაში, მეოთხე ბრალი ეხება იმას, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სასამართლოს. მარტივად ვსვამ შეკითხვას, ვინ მიაყენა ქართულ სასმართლოს შეურაცხყოფა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლოს სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ, ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ლევან მურუსიძეს ჩააბარა? ადამიანს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო, ადამიანმა, რომელმაც მიიღო ასობით და ათასობით უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან ის იყო პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის კრახზე, ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე, ათასობით ბიზნესის ჩამორთმევაზე და ა.შ. ასეთ ადამიანს ჩააბარა ივანიშვილმა ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა და თქვა, რომ ის იქნება საყრდენი სამართლიანობის. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ანტიქართული „ოცნების“ პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პრიობებში, ვერც ერთი ეს პროცესი ვერ იქნება სამართალთან დაკავშირებული, ეს არის პოლიტიკური პროცესები და თითოეულ ამ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს, როგორც ცრუ მოწმე, როგორც ცრუ დამსმენი პოლიციელი, როგორც გამყალბებელი ექსპერტი, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება მომავალში დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული საგამოძიებო უწყებების და მურუსიძისგან თავისუფალი სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უცხოურ გრანტებზე თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რომელიმე პროექტი პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას თუ გულისხმობს, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია- ლევან ჟორჟოლიანი
  • “პოლიტიკური მისია ჰქონდათ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე:
  • “ყაველაშვილი ზის და ელოდება, როდის დაურეკავს ტრამპი, ახლა მას შეუერთდება კობახიძე, რომელიც დაჯდება და დაელოდება…”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge