ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მდინარაძე იკავებდა, საჭირო აღარ არის – ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ” – თქვა კობახიძემ.
