Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი გაიზარდა

July 29, 2026
საქსტატი – 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი, თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი, წინა წელთან შედარებით, 1.8 პროცენტით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 6.0 პროცენტით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 21.3 ათასი.

ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები – 14.2 პროცენტი, სიმსივნეები – 12.7 პროცენტი, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები – 10.6 პროცენტი, ძვალკუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები – 8.9 პროცენტი, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 6.8 პროცენტი.

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების, სისხლის მიმოქცევის სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები.

უწყების ანგარიშით, 2025 წელს შიდსით დაავადების 562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 53 ერთეულით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 11 568 ერთეულით განისაზღვრა. 2025 წელს შიდსით 150 პირი გარდაიცვალა.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 7.3 პროცენტით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 12.9 პროცენტით შემცირდა და 1 142 შეადგინა.

2025 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კულუტრის სამინსიტრო ჩააბარეს კაცს, რომელსაც ფინანსების კონტროლი ევალება
  • სუს-ი განცხადებას ავრცელებს – ვინ დააკავა უწყებამ
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge