Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ესპანეთში იქმნება ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც კლიმატურ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად დამოუკიდებელ ანალიზს მოამზადებს

July 29, 2026
ესპანეთში იქმნება ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც კლიმატურ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად დამოუკიდებელ ანალიზს მოამზადებს

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებელ და სხვადასხვა დარგის ექსპერტიზაზე დაფუძნებულ ანალიზს მოამზადებს, რათა ხელი შეუწყოს კლიმატურ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, – ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის მეცნიერების, ინოვაციებისა და უნივერსიტეტების სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილება ქვეყანაში გავრცელებული მასშტაბური ტყის ხანძრების ფონზე მიიღეს.

გავრცელებული ცნობით, ექსპერტთა შერჩევა ამ ზაფხულს დაიწყება, კომისია კი მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეუდგება.

უპრეცედენტო მასშტაბის ტყის ხანძრების ფონზე ავილაში, მადრიდსა და ტოლედოში ცეცხლმა 77 000 ჰექტარზე მეტი ტყის ტერიტორია გაანადგურა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრად იქცა. მთავრობის უახლესი მონაცემების თანახმად, ხანძრების გამო 63 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბორდოსთან ახლოს, საფრანგეთის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც ქარის სიძლიერემ და ექსტრემალურმა სიცხემ საფრანგეთსა და ესპანეთში მძვინვარე ტყის ხანძრების წინააღმდეგ მეხანძრეების ბრძოლა კიდევ უფრო გაართულა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ყველაზე მძიმე“ უწოდა, სამშაბათს ბორდოში, კრიზისულ ცენტრში ვიზიტისას კი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „მომავალი კვირები მძიმე იქნება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე Facebook-ის პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში…” – რას ამბობს გიორგი სიორიძე
  • ჯარიმა 200 და 300 ლარია – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
  • საქსტატის ინფორმაციით 2025 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge