Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამუშაო პროცესში მძიმე ტრავმა მიიღო და ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, ყულევის ტერმინალს უჩივის

July 28, 2026
ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც სამუშაო პროცესში მძიმე ტრავმა მიიღო და ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, ყულევის ტერმინალს უჩივის

ყულევის ტერმინალის ყოფილი თანამშრომელი პაპუნა პაჭკორია, რომელმაც სამუშაო პროცესში მძიმე ტრავმა მიიღო და ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობს.

მისი განცხადებით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სამუშაოს შესრულებისას მატარებელმა გადაუარა. დაზარალებული მომხდარს შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უკავშირებს და ამბობს, რომ ტერმინალის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს.

პაჭკორიას თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება პროთეზირების დაფინანსების საკითხზე ვერ შედგა, რის შემდეგაც მან სამართლებრივი დავა დაიწყო. დაზარალებული ითხოვს, ყულევის ტერმინალმა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ის ხარჯი დაფაროს, რომელიც მუშას ტერფის ამპუტაციის შემდეგ დასჭირდა.

პაჭკორია ამბობს, რომ ყულევის ტერმინალის წარმომადგენლებმა მას მისცეს იპრობა, რომ თურქეთში სამკურნალოდ წაიყვანდნენ, თუმცა ეს პირობა არ შეასრულეს და საბოლოოდ, მას მკურნალობა საკუთარი სახსრებით მოუწია.

საპირფარეშოში ჩემით ვერ შევდივარ, ჩემით ვერ ვჭამ, ვერ ვიბან, ცხოვრება ჰქვია ამას? იმ დღიდან 20 ივნისამდე სისხლი წყლად მიქციეს, ყველაფერი ტყუილები, რობერტიმ ისიც თქვა საავადმყოფოში, შემოვიდა ჩემთან მეორე დილას და მითხრა, რომ რამ გაგთიშა ასე, შუა ლიანდაგზე რომ მიდიოდიო. რას ჰქვია, რამ გამთიშა მეთქი? ჯერ ერთი, შუა ლიანდაგზე არ მივდიოდი და შენი მემანქანე რამ გათიშა მეთქი? ვეხვეწებოდი, წამიყვანეთ-მეთქი თურქეთში, არ მინდა თქვენი ფული, გამოუშვით თქვენი ერთი თანამშრომელი და მითხრას ექიმმა, რომ ამ ეტაპზე კეთდება ან არ კეთდება… თუ არ კეთდება ოპერაცია და თუ არ კეთდება ფუნქციური პროთეზი, მაშინ საქართველოში გავიკეთებ-მეთქი. მოვიჭრი ფეხს და გავიკეთებ საქართველოში-მეთქი. ისიც არ გამიკეთეს, 1600 დოლარი, კამეჩი გავყიდე, ძროხები გავყიდე, ყველაფერი გავყიდე, ჩემი შვილი წავიყვანე და ჩემი ხარჯით წავედი და მოვიტანე კალკულაცია და ყველაფერი, რაც მითხრა თურქეთმა. ოპერაცია 9 ათასი დოლარი ჯდება, 6 700 ევრო ჯდება გერმანული პროთეზი. ყველაფერი გამაყიდინეს, არაფერი დამრჩა. ჩაგირიცხავთო ამ ორი თვის ხელფასს თუ დაგვთანხმდებიო საქართველოში მკურნალობას. ესე იგი, მომეჭრა უნდა აქ ფეხი კიდევ და უნდა გაეკეთებინათ პროთეზი თბილისში, – ამბობს პაპუნა პაჭკორია.

მომხდარში პასუხისმგებლობას კომპანიის წარმომადგენლებს აკისრებს პაჭკორიას ოჯახიც.

სამსახურში შესვლის დროს შეხვდა მისი უშუალო უფროსი რობერტ კაჭარავა. მან იცოდა სად მიდიოდა პაპუნა და იცოდა, რომ უნდა ემუშავათ თბომავალზე. რაც თქვა აგრეთვე დაკითხვის ოქმში რობერტიმ, რომ ვიცოდი, მაგრამ პაპუნასთვის არ მითქვამს. გამოდის, რომ სასაკლაოში შეუშვა ჩემი ძმა, – ამბობს დაზარალებულის და.

დაზარალებულის ინტერესების დამცველი ყურადღებას ექსპერტიზების ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნებზე ამახვილებს.

ჩატარდა ორი ექსპერტიზა. პირველი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, პაპუნა პაჭკორიას არ შეეძლო თავიდან აერიდებინა აღნიშნული საწარმოო ტრავმა, შემთხვევა, ხოლო მეორე ექსპერტიზის დასკვნით, უკვე ტერმინალი მას აბრალებს, რომ თითქოს მან დაარღვია გარკვეული უსაფრთხოების წესები, არ იმუშავა რამდენიმე პირთან ერთად და იდგა რელსის შპალებთან ახლოს. თუმცა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მას არანაირი ინსტრუქტაჟი არ ჩატარებია ამ სამუშაოსთან დაკავშირებით, ის იყო ლიანდაგის შემკეთებელი, ის არ იყო შეწამვლითი სამუშაოებით დაკავებული, მას მხოლოდ ერთხელ დაევალა ეს. ის ვერ აირიდებდა ამ საწარმოო შემთხვევას თავიდან, – ამბობს ადვოკატი.

აღნიშნულ საქმეს ფოთის რაიონული სასამართლო იხილავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თავისუფლების მოედანზე დაკავებული ათი პირი იზოლატორებიდან სასამართლოში გადაიყვანეს
  • “ყველანი ძალიან ველოდებით უკრაინის არმიის მიერ ჩვენი ქალაქის გათავისუფლებას… ” – მიმართავს სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს
  • გურიაში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge