მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას უჭერენ მხარს. სტეფანე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტერორისტს უწოდებს, მის მხარდამჭერებს კი მონებს.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ ბათუმში გამართულ კონცერტზე სიმღერა – Putin Khuylo! შეასრულა.
“2009 ში ვიმღერეთ პირველად სიმღერა “We Don’t wanna Put in”
იმის მერე რამდენჯერ მაქვს ნამღერი ამ 13 წლის განმავლობაში, თეორიულად ვერ დაითვლება.
რაც ლაივ კონცერტებს ვმართავ, ყველგან ამ სიმღერას ვმღერივარ.
რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ის ”პუტინ ხუილო” ჩავამატეთ.
არარის ხუილო, ტერორისტი და ბავშვების მკვკელი?
გგონიათ რომ ჩემს გამო ომს დაიწყებს? :))
(თუ ესე გგონიათ, მაშინ არარის კარგად თქვენი საქმე)
რაც შეეხება იმას, 2008 ში ბილეთი ავიღე და გავიქეცი ქვეყნიდან… კი ბილეთი ავიღე, ოღონდ პირიქით, საფრანგეთიდან და სასწრაფოდ ჩამოვფრინდი, როცა ომი დაიწყო ჩემი ორი თვის შვილთან და ოჯახთან და აქ ვიყავი სულ.
მე ვარ მუსიკოსი, ეს არის ჩემი გამოხატვის ფორმა.
თქვენ კიდე საკუთარი სახელებით დარეგისტრირებული ქართველები ( ზოგს რუსულად გიწერიათ სახელი და გვარი) ვერც ხვდებით, რა დონის მდაბიო ხალხი ხართ, მანიაკ პუტინს რომ იცავთ საკუთარ ქვეყანაში.
“აბა ჩადი და პირში უთხარი” – ჩავდიოდი და უნდა მეთქვა, ევროვიზიას შეეშინდა და დამბლოკეს. მტკიცედ მივდიოდით.
მაგის შემდეგ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ვიმღერეთ ეს სიმღერა, შიში თუ იყო, აქამდე იქნებოდა…
მოვრჩი ამ თემაზე საუბარს.
არ მეცალა აქამდე, სულ გზაში ვართ და ვმუშაობთ, თქვენგან, მოცლილებისგან განსხვავებით.” – წერს მღებრიშვილი