მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 1 დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Marneulinews.ge ავრცელებს. მათი ცნობით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და Ford-ის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
