Sunday, July 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ინტერესებში თუ იქნება, მზადაა, დონალდ ტრამპისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს

July 26, 2026
ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ინტერესებში თუ იქნება, მზადაა, დონალდ ტრამპისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს. ამის შესახებ მან „ბიბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს ან საჭიროების შემთხვევაში გააკრიტიკოს, ბერნემმა განაცხადა, რომ თუ ეს ბრიტანეთის ინტერესებში იქნება, მზადაა, განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.

„ეს ყველა ლიდერმა უნდა გააკეთოს. თქვენ ვალდებული ხართ, პირველ რიგში, დაიცვათ საკუთარი ეროვნული ინტერესები. სწორედ ამას მოითხოვს ეს თანამდებობა, თუ გსურთ, რომ საქმე სათანადოდ შეასრულოთ“, – განაცხადა ბერნემმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა და აღმოაჩინა, რომ ის „ძალიან თბილი“ იყო, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ტრამპს, ბერნემმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ „მსოფლიო იცვლება“ და მოვლენების განვითარებას უნდა მიჰყვნენ.

„ეს ცვალებადი სამყაროა, არა? ვერასდროს ვიტყვი, რომ მისგან განსხვავებული პოზიცია არ მექნება ან რომ არ მომიწევს ისეთი აზრის გამოთქმა, რომელიც ბრიტანეთისთვის სწორია“, – განაცხადა ბერნემმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჰქონდა „შეშფოთება“ ირანთან კონფლიქტის დაწყების საკითხზე და განაცხადა, რომ არ შეიკავებს თავს იმის თქმისგან, რასაც სწორად მიიჩნევს.

ბერნემმა ასევე აღნიშნა, რომ 2029 წლამდე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს.

„გამოვრიცხავ ამას. დიახ, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. არ ვფიქრობ, რომ ხალხს ეს სურს”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის საკითხებზე საუბრისას ბერნემმა აღნიშნა, რომ ის სრულად არის ერთგული ნატო-ს პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების მიმართ. მისი თქმით, მთავარი ამოცანა თავდაცვის სფეროში დაგეგმილი ინვესტიციების სრულად დაფინანსებაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა
  • ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც კახეთში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
  • ყვარელში მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge