Sunday, July 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

July 26, 2026
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

მივესალმები გადაწყვეტილებას, რომელსაც ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის თანამდებობიდან გადაყენებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„ეს გადაწყვეტილება სიმართლეს ამხელს. კარიმ ხანი მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ ბრალდებების გახმაურებისთანავე გააუქმა მან ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, უარი თქვა ისრაელის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საფუძვლიანად შესწავლის ვალდებულებაზე და მოულოდნელად დაიწყო ჩემი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემა. მან ეს გააკეთა, რათა ყურადღება გადაეტანა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან და ისრაელის მტრები პოლიტიკური ფარის სახით თავის გარშემო შეეკრიბა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, გამოაშკარავდა არა მხოლოდ კარიმ ხანის ნამდვილი მოტივაცია, არამედ ის „ღრმა უსამართლობა და კორუფცია, რომელმაც დააინფიცირა როგორც პროკურორის ოფისი, ასევე თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“.

მისი თქმით, ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელმაც დაადასტურა ამერიკის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ იმოქმედოს.

„მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის გადაწყვეტილება, ძალის გამოყენებით იმოქმედოს ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ – ინსტიტუტის, რომელიც ძირს უთხრის სამართლიანობას, თავს ესხმის დემოკრატიულ და სუვერენულ ერებს და ცდილობს მათი უსაფრთხოება ჰააგაში ანგარიშვალდებული და კორუმპირებული ჩინოვნიკების გადაწყვეტილებებს დაუქვემდებაროს. ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა. სიმართლე ახლა მთელ მსოფლიოში უნდა მოისმინონ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის თანამდებობიდან გადაყენებას. 56 წლის ბრიტანელი ადვოკატი ბრალდებულია უმცროსი ქალი კოლეგის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში. კარიმ ხანი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც კახეთში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
  • ყვარელში მომხდარი ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
  • გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილით თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge