ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
22 ივლისს გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ერთ-ერთი ბიჭი, 17 წლის ნიკოლოზ ხუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
