გიორგი ახობაძეს სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო დაიბარეს. მას საგამოძიებო უწყება ვატო შაქარიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
