ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში არსებული ხევის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი შეხვდა დაზარალებულ ოჯახს, დაათვალიერა არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში არსებული ხევის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა“, – ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
