Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მეორე დღეა ჩემი გული და გონება არ იღებს იმ ამბავს, რომ ნიკა ღუნაშვილი აღარ არის…” – რას წერს ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის მასწავლებელი

July 24, 2026
“მეორე დღეა ჩემი გული და გონება არ იღებს იმ ამბავს, რომ ნიკა ღუნაშვილი აღარ არის…” – რას წერს ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის მასწავლებელი

“მეორე დღეა ჩემი გული და გონება არ იღებს იმ ამბავს, რომ ნიკა ღუნაშვილი აღარ არის… სიტყვებს ვერ ვპოულობ, ტკივილის, უსუსურობისა და მწუხარების განცდა მახრჩობს. იქამდეც მივედით, რომ ღიმილისა და სიცილის გამო საუკეთესო შვილებს გვიკლავენ. რატომ? როდემდე? როგორ მივედით აქამდე?
ორი წლის განმავლობაში ნიკას ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი და მისი დამრიგებელი ვიყავი. ვინც მას იცნობდა, დამეთანხმებიან, რომ ნიკა ყველასგან გამოირჩეოდა. ყველას უყვარდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო, არ გყვარებოდა სიკეთით, სითბოთი, სიყვარულით სავსე ბიჭი. სიცილიც განსაკუთრებული იცოდა – გულიანი, გემრიელი, გადამდები… სწორედ სიცილის გამო მოკლეს… აქამდეც მივედით, უფრო სწორად, დავეცით…
ნიკა ისეთი ბიჭი იყო, სხვის გამო დაუფიქრებლად გასწირავდა თავს. ყველას გვერდში მდგომი იყო, ყველას დამცველი. ჩვენ კი ვერ დავიცავით, ვერ გავუფრთხილდით, ბოროტებას უფლება მივეცით, რომ კიდევ ერთი გამორჩეული სიცოცხლე გაენადგურებინა. სიხარულითა და სიყვარულით სავსე ბიჭი ჩვენს მოურჩენელ ტკივილად იქცა… ქვეყნის მომავალს გვიკლავენ და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ.
უშენოდ ყველაფერი გაუფერულდა და დაცარიელდა, ჩემო ღიმილიანო ნიკა…” – წერს ვერაზე მოკლული 17 წლის ბიჭის, ნიკა ღუნაშვილის მასწავლებელი მარინა ნაკაიძე სოციალურ ქსელში.
22 ივლისს გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე არ გამიზრდია მოძალადე. ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის.”-ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა
  • “ვახო სანაია უნდა გათავისუფლდეს…” – რას ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი
  • ვერაზე მომხდარი მკვლელობა – დაკავებული ნიკა კაპანაძის პოზიციას კლინიკაში ადვოკატი ისმენს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge