Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შინჯიკაშვილის მტკიცებით, მეუფე ჯამდელიანს დავა მოუგო – ეპისკოპოსის პასუხი “ოცნების” ექს-მაღალჩინოსანს

July 23, 2026
შინჯიკაშვილის მტკიცებით, მეუფე ჯამდელიანს დავა მოუგო – ეპისკოპოსის პასუხი “ოცნების” ექს-მაღალჩინოსანს

“ოცნების“ ექსმაღალჩინოსნის, გიორგი შინჯიკაშვილის განაცხადებას, რომ მან მეუფე ჯამდელიანს დავა მოუგო და სასულიერო პირს “დაევალა, უარყოს, რომ ექსმაღალჩინოსანი მის მკვლელობას გეგმავდა“, თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი  ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

სასულიერო პირი წერს, რომგადაწყვეტილების ინტერპრეტირება ისე, თითქოს სამართალი აღსრულდა და სამართალმა გაიმარჯვა, გახლავთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.

მისივე განცხადებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, ჰქონდა თუ არა დანაშაულის მომზადებას ადგილი, შესაბამისად, “ატეხილი აჟიოტაჟი, ყიჟინა და აღდგენილ სამართალზე საუბარი უადგილო, სასაცილო და ნაადრევია.“

მაღალი იერარქი მიიჩნევს, რომ “სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ დიდი ხანია ამ ქვეყანაში სამართალს კრიზისი უდგას და ამის“

ვაი, უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრმდებელთ”(ისაია.თავი X.1.)
“ვაი მათ,ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს-ბოროტებას.ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს-ბნელად.”(ისაია.თავიV.20)

მსურს გამოვეხმაურო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას და ოდნავი სიცხადე შევძინო მას.
დიდი ხანია ამ ქვეყანაში სამართალს კრიზისი უდგას და ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების დაცვით,მოსამართლემ უგულებელყო მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა.არ გაითვალისწინა,რომ ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლით ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. პიროვნების ვინაობა არ გაჟღერებულა არც ამბიონიდან,არც საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერპრეტირება ისე,თითქოს სამართალი აღსრულდა და სამართალმა გაიმარჯვა, გახლავთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა.

აღნიშნული საქმე გახლავთ სამოქალაქო საქმეების კატეგორია და მას კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვასთან.
ეს პროცესი ჯერ კიდევ წინაა!
რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევას, მოსამართლემ იმსჯელა და დაადგინა, რომ რადგან ჯერ პირის მიმართ არ დამდგარა სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლებრივ საქმეზე, შესაბამისად მის მიმართ გაჟღერებული ყველა ბრალდება უკანონოა უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით.
ბოლნისის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, ჰქონდა თუ არა დანაშაულის მომზადებას ადგილი, რადგან მას ამის უფლებამოსილება არც აქვს.
ეს გახლავთ ამ საქმის ფორმალური და კანონიერი მხარე.
შესაბამისად, ატეხილი აჟიოტაჟი, ყიჟინა და აღდგენილ სამართალზე საუბარი უადგილო, სასაცილო და ნაადრევია.

ეს გახლავთ ჩემი პოზიცია და ბოლო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებ, – წერს ჯამდელიანი სოციალურ ქსელში.

ყოფილი მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ მღვდელმთავარი გიორგი ჯამდელიანი, – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, – ცილისწამების შესახებ სამოქალაქო სასამართლო დავაში დამარცხდა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანსმა 8 ივნისს ამბიონიდან განაცხადა, რომ “ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი” მის მოწამვლას გეგმავდა. მოგვიანებით მან ხელი  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს გიორგი შინჯიკაშვილს დაადო.

სასულიერო პირმა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი გამოაქვეყნა და შინჯიკაშვილს ეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობაში ბრალი ოფიციალურად დასდო.

საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის მტკიცებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას მეუფის მოწამვლას აიძულებდა. მოგვიანებით დედაო თეკლამ საკუთარი ჩვენება შეცვალა. თქვა, რომ შინჯიკაშვილს მისთვის არაფერი დაუვალებია.

სინოდალურმა კომისიამ 19 ივნისს შეაჩერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შინჯიკაშვილს 20 წლით ზიარების უფლება აეკრძალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • „მეცხრე სართულიდან გადავარდა”- თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
  • თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge