Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

July 23, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო“,- ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები, ანდრია ლილუაშვილმა როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ანდრია ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ არ ჩამოართვა პოლიციამ იარაღი კაცს, რომელზეც გამოძიება დაწყებული ჰქონდა – ვერაზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
  • გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ანდრია ლილუაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge