ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ტვ პირველთან მომხდარის შემდეგ განვიტარებულ მოვლენებზე საუბრობს.
“იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. უცებ, ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო. ნიკა მესამე სართულზე იყო. ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო”- ამბობს ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა ტვ პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის,მ გუშინ გვიან საღამოს, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც შსს-ს მიერ გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს”. ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეა დაკავებული, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.
