უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში რუსეთის თავდაცვის უუნარობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და მისი დასასრული მოახლოვდა.
“დიდი სკანდალია რუსეთში, მათ ნაქებ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს ცის კი არა საკუთარი თავის დაცვაც არ შეძლებიათ ამერიკული HIMARS- ებისაგან. მოკლედ, მორიგ ტყუილებში თავად აიბლანდა რუსეთი და შავი დღე დაადგება, მათ შორის, მაგ იარაღის გაყიდვაც გაუჭირდება აწი იმხელა სკანდალშია. მოდერნიზაციის ფული შეჭამეს როგორც ყოველთვის.
ეხლა რატო ვყვები ამას, დიდი ხანია ოცნება გადავიდა ისეთ მასიურ ტყუილებზე, როდესაც საკუთარი ტყუილებს იჯერებ და ლენჩდები. ხოდა, ყველა ცუდად დაამთავრებს, ვინც რეალობას მოწყდება. “იმედის” ყურება შეუძლებელია, ჩვეულებრივად კრემლის პროპაგანდის დონეა. მალე გავიგონებთ რუსეთის ბრაგვანს და ზედ ბიძინასას კიდევ.
სლავა უკრაინი” – წერს პატარაია