სოციალურ ქსელში ვრცელდება ეზოტერიკოს გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება.
გოგა მანია წერს, რომ მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ როგორც ზღვისპირა ქალაქებში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. მისი თქმით, მოსალოდნელია წყლის სტიქიასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენები და მეწყრული პროცესები.
„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო… შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ – წერს გოგა მანია.
