ლალი მოროშკინამ კახეთის ინციდენტის მონაწილე რუსულენოვანი ქალები სტუმრად მიიწვია:
“და განა ამათ შეეძლოთ დიდი ქართული,სუფრული ერთობის და ბედნიერების ჩაშლა?
კარგით რა…
მე 8 წელია კახეთში ვარ..
ვცდილობ წმ.ნინოს მოძღვრებას მივყვე.
მიყვარს მოყვასი,
ვლოცულობ,
ვზრდი ახალ თაობას,
ბევრს ვმუშაობ და ვაღიარებ,.რომ.მაქვს
ერთი დიდი ცოდვა- ვერ ვპატიობ ღალატს…
დღეს ვმასპინძლობდი შეშინებულ, ნაცემ, ბავშვურ სილაღე შერჩენილ უკრაინელ და რუს გოგონებს,რომლებიც ყველა საქართველოს გარშემო მოყოლილი ისტორიის ფინალში ტიროდნენ. ერთმანეთის მონაცვლეობით უკრაინულ-რუსულად თავის ისტორიებს ყვებოდნენ…
რა სამწუხაროა,რომ ადვოკატის გარეშე ვერც კი გადაადგილდებიან.
ე შ ი ნ ი ა თ….
მათი ადვოკატი ლალი აფციაურია,ეს ის Lali Aptsiauri რომელთან ერთადაც
ორმა ქალმა,(არ ვამეტებ)
2011 წელს გლდანის ციხის ბუნტი ჩავახშეთ…
ალბათ კარმულია ჩემი და ლალის შეხვედრა კონფლიქტის დროს…
არ არსებობს ცუდი ერი არსებობენ უზრდელი ადამიანები,ან აგენტურული ქსელის ოფიცრები…
P.S. “დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა….”
არადა სტუმრად 5 შეშინებული,სლავი გოგო მყავდა…” – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
