Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

July 21, 2026
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15400 ლარი მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26900 ლარი მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64 068 ლარი, 105 100 აშშ დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე, 6 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით) და 260 მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
  • ამ წუთებში გომისმთაზე ხანძარია – იწვის სამი სახლი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge