Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისო კილაძის საქმე – რა თქვეს მოწმეებმა პროცესზე

July 21, 2026
ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის დახურულ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც ორ “ქოლ-ცენტრში” მუშაობდა სასამართლოში განმარტა, რომ მან დაკავებული ჟურნალისტი აღნიშნული “ქოლ-ცენტრების” ოფისებში ნახა.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, მოწმეს “ქოლ-ცნეტრების” რიგითი თანამშრომელი იყო და ელისო კილაძესთან პირადად კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ “მოწმე დარწმუნებულია, რომ ელისო კილაძე ინფორმირებული იყო “ქოლ-ცენტრის” საქმიანობასთან მიმართებით”.

“ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც ორ “ქოლ-ცენტრში” მუშაობდა, ბრალად რაც არის შერაცხული, რა თქმა უნდა, იმ “ქოლ-ცენტრებზეა” საუბარი, ისაუბრა თვითონ “ქოლ-ცენტრი” როგორ ფუნქციონირებდა, რაში გამოიხატებოდა დაზარალებულების მოტყუება, რას სთავაზობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სატელეფონო კომუნიკაციისას, ვინ იყო მმართველი ამ “ქოლ-ცენტრის”. ბრალდებულთან მიმართებით, მან განმარტა, რომ ორივე “ქოლ-ცენტრში” ნანახი ჰყავს ბრალდებული, თავად უშუალოდ “ქოლ-ცენტრის” ოფისზე მაქვს საუბარი, მასთან პირადი ხასიათის ურთიერთობა, ან საუბარი არ ჰქონია, ვინაიდან ეს ქალბატონი იყო რიგითი თანამშრომელი “ქოლ-ცენტრის”, თუმცა საუბრიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახსნა მოწმემ და მე უბრალოდ ვერ გავაკეთებ ახლა ამ ყველაფრის ციტირებას, იგი თვლის და დარწმუნებულია, რომ ელისო კილაძე ინფორმირებული იყო “ქოლ-ცენტრის” საქმიანობასთან მიმართებით, ამაზე ისაუბრა მოწმემ.

კი, რა თქმა უნდა, ამ ადამიანმა თავადაც განმარტა პროცესზე, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ამას ძალიან ნანობს, ამაზეც ისაუბრა ამ ადამიანმა,” – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ელისო კილაძის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განცხადებით, ბრალდების მხარის ერთ მოწმეს ელისო კილაძე საერთოდ არ უხსენებია, ხოლო მეორემ ის უბრალოდ ოფისში დაინახა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დაკავებულ ჟურნალისტს “ქრონიკა+-ის” ოფისი სწორედ იმ შენობაში ჰქონდა.

“საერთოდ ელისო კილაძე არ უხსენებია და საერთოდ არ ჰქონია არცერთ ადვოკატს, არც ბრალდებულ ელისო კილაძეს მასთან შეკითხვა. იმიტომ, რომ შემხებლობაში არ არის. რაც შეეხება მეორეს, მეორე [მოწმემ] ახსენა ელისო კილაძე, მან დაინახა, რომ ელისო კილაძე იყო ოფისში, მეხუთე სართულზე და თქვენთვის ცნობილია, რომ ელისო კილაძის ოფისი მდებარეობდა ამავე შენობაში, მესამე სართულზე, მას “ქრონიკა+-ის” ოფისი ჰქონდა და არ იყო გამორიცხული, რომ ელისო კილაძეს შემხებლობა ჰქონოდა მეხუთე სართულთან, გამომდინარე, რომ ჯიბლაძე ცნობილია, რომ არის ქუთაისელი და ისინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

თვითონაც თქვა, რომ ჩემთვის არ იყო ცნობილი, თუ ელისო კილაძე ან დაკრიშვაში მონაწილეობდა, ან რამეში მონაწილეობას იღებდა ან თაღლითობასთან, ან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით,” – ამბობს ნათია კოტრიკაძე.

პროცესი 24 ივლისს განახლდება.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საჭესთან გარდაცვლილის ძმა იჯდა… შოკში იყო”- რას ჰყვება თვითმხილველი შემზარავ ავარიაზე, რომელსაც 35 წლის ქალი ემსხვერპლა
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge